- ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა
- ა) წარმოადგენს შემდეგი კომპონენტების ერთობლიობას: - ქვეყანაში მოქმედი ყველა ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგია, რომლებიც ერთიანად ქმნიან ინფორმაციის გაცვლისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემას ქვეყანაში; - პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა პირობები, მექანიზმები, სტრუქტურები, რომლებიც არეგულირებენ და უზრუნველყოფენ როგორც აღნიშნული ტექნოლოგიების, ასევე მთლიანად ამ სისტემის ფუნქციონირებას; ბ) წარმოადგენს ქვეყნის ელექტრონული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის შემადგენელ ნაწილს.Source: საქარველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო პროგრამა. /დოკუმენტი მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროქტმა UNDP/GEO/00031399 – „საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამის შემუშავება“/-/კ. დემეტრაშვილი[და სხვა],–თბ.,2004
Georgian encyclopedia. 2013.